ძლიერი წვიმა, მეწყერი და წყალდიდობა ბრაზილიაში: ათობით დაღუპული და დაკარგული

Sputnik

ძლიერი წვიმები ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მეწყრების მიზეზი გახდა. წყალდიდობამ გაანადგურა ავტომობილები, დატბორა გზები და საცხოვრებელი სახლები, დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

უამინდობის გამო დაიღუპა მინიმუმ 23 ადამიანი, დაახლოებით 50 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გასული წლის ბოლოს ბრაზილიაში მეწყრის ჩამოწოლას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იანვარში ძლიერი წვიმის მსხვერპლი ქვეყანაში 60-ზე მეტი ადამიანი გახდა. სტიქიის გამო საცხოვრებლის დატოვება მოუწია 11,4 ათას ადამიანს. მაშინ ბელუ-ორიზონტის შტატის დედაქალაქში 110 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.

1 / 10
ბრაზილიაში ძლიერი წვიმა არ წყდება
2 / 10
რიო-დე-ჟანეიროში სტიქიამ მეწყრები გამოიწვია
3 / 10
წყალდიდობამ დააზიანა ავტომობილები, დატბორა გზები
4 / 10
სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას
5 / 10
ხუთი ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა
6 / 10
ჯამში წვიმის გამო გარდაიცვალა 23 ადამიანი, დაახლოებით 50 კი დაკარგულად მიიჩნევა
7 / 10
მსხვერპლებს შორის არიან - დედა-შვილი, ასევე ორი მეხანძრე, რომლებიც ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანას ცდილობდნენ
8 / 10
მაშველები დაკარგულების ძიებას განაგრძობენ
9 / 10
რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლემა აცხადებს, რომ წვიმის ამ რაოდენობას მარტის პირველ ნაწილში ელოდნენ
10 / 10
ზოგიერთ რაიონში ნალექის ერთი თვის ნორმაც კი მოვიდა