ყვითელი ამბები

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის რადიკალური ცვლილება - სოფო წლების წინ და ახლა

სოფიკო შევარდნაძე თინეიჯერობის ასაკში და დღეს. როგორ გამოიყურებოდა ცნობილი ჟურნალისტი სტუდენტობის პერიოდში?
Sputnik

რთული წარმოსადგენია, მაგრამ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი 41 წლის გახდა. მისი საქმიანობა ერთი პროფესიით არ არის შემოსაზღვრული. სოფიკო შევარდნაძე კინორეჟისორი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი გახლავთ. მან საქართველო ადრეულ ასაკში დატოვა და მალე პარიზის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი, ბოსტონისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში აღმოჩნდა. აქ მომავალი ტელესახე რეჟისურასა და ჟურნალისტიკას დაეუფლა.

ჟურნალისტი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროვებს. თუმცა, აღიარებს, რომ 21 წლის ასაკში ნიუ-იორკში ქართველი რეჟისორი შეუყვარდა. ჯვრისწერა მოულოდნელად ჩაშალა, როდესაც მიხვდა, რომ შეყვარებულთან ცხოვრების ბოლომდე ვერ იცხოვრებდა. სოფიკო შევარდნაძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილს სოფიკო შევარდნაძეს დიდი ოჯახი ჰყავს. მას სამი დედმამიშვილი ჰყავს- მარიამი, ნანული და ლაშა. სოფიკოს სოციალურ ქსელზე დაყრდნობით დები და ძმა ძალიან მეგობრობენ. განაკუთრებით კი, ნანული და სოფიკო. შევარდნაძეების უმცროსი და საფრანგეთში სწავლობს. ის სოფიკოს ძალიან ჰგავს.

2017 წლის ზაფხული სოფიკომ სამშობლოში გაატარა, ქართული მედიის ყურადღება მიიქცია და მალე გაირკვა მისი საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტის მიზეზი. ის შეყვარებული იყო ქართველ მარკეტოლოგზე, გიორგი ამირანაშვილზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც ახლა გაუკეთებია.