ყვითელი ამბები

„მაგარი ბანძი ტიპი იყო“– რომელი ტელევიზიის ხელმძღვანელისგან ჰქონდა უხამსი შეთავაზება ნუკის

ცნობილი მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ცხოვრების გამაოგნებელ დეტალებს ასაჯაროებს. ნახეთ, რომელი ტელევიზიის ხელმძღვანელი სთავაზობდა მას სქესობრივი კონტაქტის სანაცვლოდ გადაცემის წამყვანობას.
Sputnik

სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური მსახიობი ვრცელ პოსტებს აქვეყნებს. ფეხმძიმობა, მშობიარობა და ფეხმძიმობის შემდეგ განვითარებულ ყველა დეტალზე ხმამაღლა საუბრობს და საკუთარ გვერდზე საჯაროდ წერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი და ერთი პატარა ვაჟი ჰყავს, საკუთარი მიმდევრებისთვის ყოველთვის იცლის და პირდაპირ ეთერსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ნუკიმ უამრავი ქალბატონი, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, ოფიციალურ გვერდზე გააერთიანა. ახლა ქალბატონები ერთმანეთს გამოცდილებას ნუკის პოსტის კომენტარების საშუალებით უზიარებენ.

მშობიარობის შემდეგ ნუკიმ სპეციალური დიეტები დაიწყო. ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ფოტო გამოაქვეყნა და წერდა, რომ 59 კილოგრამი იყო და 4 კილოგრამი ისევ დასაკლები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, რადგან ნუკი ფაქტობრივად არაფერს მალავს. მას 203 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მოდელმა და ტელეწამყვანმა მისი ცხოვრების უცნობ ფაქტზე ისაუბრა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა, სანაცვლოდ კი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანობას სთავაზობდა. ნუკიმ მისი სახელისა და გვარის გამხელა არ მოისურვა და კონვერტი დაწვა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალი დონის ადამიანი იყო, რომელიც ამჟამად არც ერთ ტელევიზიაში არ მუშაობს, და ამ ტელევიზიაში თავადაც არასდროს უმუშავია და არც არასდროს იმუშავებს.