ყვითელი ამბები

„კორონა ვერაფერს დაგაკლებთ...“ – ნოე სულაბერიძე ჯანეტთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ჯანეტთან ერთად გადაღებული პირბადიანი ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ, რას უწერენ წყვილს გულშემატკივრები.
Sputnik

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი და უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. დის დაბადების შემდეგ მათ მამასთან ერთად ოჯახის ახალ წევრს მიაკითხეს. მამის დახმარებით ბავშვებმა ჯანეტთან ერთად ანა სახლში წაიყვანეს, საიდანაც ნოემ გულწრფელი ემოციებით დატვირთული ფოტო გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინ ნოემ ჯანეტთან ერთად გადაღებული პირბადიანი ფოტო გამოაქვეყნა. თაყვანისმცემლები გადაწყვეტილებას იწონებენ, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება. თბილისში ნოესა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილზე ყველა საუბრობს. პროდიუსერის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდა. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს ფეხმძიმობის პერიოდშიც აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი.