ყვითელი ამბები

ნანიკო ხაზარაძემ დედა გამოაჩინა – შეუდარებელი ქალბატონის გარეგნობა დიდ ყურადღებას იქცევს

პოპულარულ ტელეწამყვანს ოჯახზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. მასმედიაში მის მშობლებზე, ნანიკოს ბავშვობასა და ცხოვრების სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ნანიკომ დედის დღეს სოციალურ ქსელში ულამაზესი დედის სურათი გამოაქვეყნა.
Sputnik

ნანიკო და მისი ერთადერთი ქალიშვილი ლილუ საზოგადოებისგან მაღალი ინტერესით არიან განებივრებული. დედა-შვილი არაორდინარულ ვიდეოებს ხშირად იწერს და სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი სახალისო ცეკვა უამრავ ადამიანს მოსწონს, შესაბამისად, ვიდეოებს 8000 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ბოლო პერიოდის მანძილზე განხილვის საგნად ნანიკოს თინეიჯერი გოგონას თამამი ნაბიჯი გახდა. როგორც გაირკვა, ლილუ სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობს. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლილუს დედა უზრუნველყოფს, გოგონამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ლილუ და ნანიკო ერთმანეთს წლიდან წლამდე უფრო და უფრო ემსგავსებიან. ნანიკო ხაზარაძე კი, თავის მხრივ, დედას ჰგავს ახალგაზრდობაში. ტელეწამყვანმა ქალბატონის სურათი საკუთარ გვერდზე 3 მარტს გამოაქვეყნა, რითიც შეუდარებელ ქალბატონს დედის დღე მიულოცა. ზაფხულში ზღვაზე გადაღებულ სურათზე ნანიკო ხაზარაძის დედა შესაშურად გამოიყურება. 48 წლის თანამედროვე ტელეწამყვანის ტანწერწეტა დედას წლებმა ვერაფერი დააკლო.

ნანიკო ხაზარაძემ ახალი რუბრიკა „საიმედო რეკომენდაციები“ წამოიწყო. მისი ავტორი და წამყვანი თავად არის. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს. ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა.