კახეთის გზატკეცილზე ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ის საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.

საშინელი ავტოავარია სამტრედიასთან: დაიღუპა ხუთი ადამიანი

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, რაც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ქვეითთან შეჯახების 1.4 ათასი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 102 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 1,5 ათასი.

მთლიანობაში, 2019 წელს, საქართველოში, 5.8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა.  ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, დაშავდა 7.9 ათასი ადამიანი, მათ შორის 318 - ბავშვი.