ყვითელი ამბები

გვანცა დარასელიას შოკის მომგვრელი ცვლილება – ნახეთ როგორ უხდება იასამნისფერი თმა

მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ექსპერიმენტებით არ გამოირჩევა. რამდენიმე წელია ტელესახეს თმის ფერი და სიგრძე არ შეუცვლია, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. როგორ გამოიყურება წამყვანი იასამნისფერი თმით?
Sputnik

პოპულარული ტელესახე სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება. „რუსთავი 2“-ზე „სხვა შუადღის“ წამყვანი ტელეეკრანზე შეუდარებლად გამოიყურება და მაყურებლებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ამჯერად ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირი ჩართვის მსვლელობისას მოდელმა გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. საქართველოში პარიკების მორგება საკმაოდ აქტუალური გახდა. ხარისხიანი პარიკის ყიდვა კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ წამყვანებმა გადაცემაში პარიკების ერთ-ერთი მაღაზია მოიწვიეს და სხვადასხვა ფერის ხელოვნური თმა მოირგეს.

რამდენიმე პარიკს შორის გვანცას იასამნისფერი ყველაზე მეტად მოუხდა, რასაც თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. თავად შეაფასეთ მოდელის გადაწყვეტილება.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ორი შვილის – ლი­ლე­სა და ერეკ­ლეს დე­დაა. გვან­ცას მე­უღ­ლე ვახო მჭედ­ლი­ძე ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე, ამ­ჟა­მად კი ბიზ­ნეს­მე­ნია. წყვი­ლი თით­ქმის 10 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა, მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო.