ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
Sputnik
ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
„გუშინ ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, ისინი გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი, მათგან თერთმეტს დღეს აეღება ცხვირ-ხახის ნაცხი ტესტირებისთვის“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

სპეციალისტის თქმით, კორონავისრუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი დაავადება არ პროგრესირებს.