ჭიათურაში მამაკაცი ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

დუშეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მოკვლით დაემუქრა

1988 წელს დაბადებული შ.ლ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.