თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავს სამი უცხოელი ემსხვერპლა

ექვსი ალპინისტი იტალიიდან აკრძალულ ზონაში შევიდა და ზვავის ჩამოწოლის პროვოცირება მოახდინა. შედეგად – სამი მათგანი დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სამი იტალიელი ტურისტი თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის პრეს-სამსახურში.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

კომპანიის ინფორმაციით, იტალიელი ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში შევიდა, რითიც ზვავის პროვოცირება მოახდინა.

შედეგად – დაიღუპა სამი ადამიანი, სამი გადარჩა. აქედან ერთს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, არ შევიდნენ აკრძალულ ზონაში, დაემორჩილონ ადმინისტრაციას და მის მიერ დადგენილ ნიშნებს.