მსოფლიო დღეს

ჰიტლერი თუ გოგოლი? – ინტერნეტი PUMA-ს სპორტულმა ფეხსაცმელმა აღაშფოთა

​საუბარია Puma-ს სპორტული ფეხსაცმლის მოდელზე Storm Adrenaline, რომლის გაყიდვა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინტერნეტის მომხმარებლებმა სპორტულ ბრენდ PUMA-ს ერთ-ერთ უახლეს ნაწარმსა და გერმანიის დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს შორის მსგავსება აღმოაჩინეს, რასაც ქსელში ფართო რეზონანსი მოჰყვა.

​საუბარია სპორტული ფეხსაცმლის მოდელზე Storm Adrenaline, რომლის გაყიდვა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ფეხსაცმლის ზედხედი — მისი წვერი და ენა ფიურერის თმის ვარცხნილობასა და ულვაშს ჰგავს.

ზოგი მედიასაშუალების აზრით, ამ მსგავსებაზე ყურადღებას არ გაამახვილებდნენ, რომ არა ბრენდის ისტორია. საქმე ისაა, რომ კომპანია Puma-ს დამფუძნებლები — რუდოლფ და ადოლფ დასლერები ნაცისტური რეჟიმის მომხრეები იყვნენ და ჰიტლერის პარტიის წევრებიც გახლდნენ. უფრო მეტიც, ისინი სწორედ ფეხსაცმელების ნაციონალ-სოციალისტებისთვის წარმოების ხარჯზე გამდიდრდნენ. 

​აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის რუსმა მომხმარებლებმა ჰიტლერის ნაცვლად ფეხსაცმლის ზედხედზე მწერალი ნიკოლაი გოგოლი დაინახეს.

თავად კომპანია Puma-ს არც მსგავსებასთან და არც ინტერნეტში ატეხილ მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.