თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა განსაზღვრეს იმ ადამიანების კატეგორია, რომლებსაც პრაქტიკულად არ ემართებათ ახალი ტიპის კორონავირუსი.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სწავლულებმა გააანალიზეს COVID-2019-ით დაავადების 72 314 შემთხვევა და შეადგინეს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ყველაზე იშვიათად ბავშვები და მოზარდები ავადდებიან.
როგორც გაირკვა, 0-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 1% მოდის. კორონავირუსით დასნებოვნების რისკი ძირითადად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
მეცნიერების ვარაუდით, იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბავშვები პრაქტიკულად არ ავადდებიან, შესაძლოა მშობლების ზრუნვაც იყოს. ისინი მკაცრად აკონტროლებენ შვილებს, რომ დაიცვან ჰიგიენის ნორმები და გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 93 160 კაცს შეადგენს, საიდანაც მატერიკულ ჩინეთზე 93 160 მოდის. გარდაიცვალა 3 198 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 50 690 პაციენტი.