მკვლელობის, ძარცვისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის პირს ათი წელი მიუსაჯეს

უწყების ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულ პირს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, 2019 წლის 12 ივნისს ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსჯავრდებულმა სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მოქალაქის კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები.

თბილისში 29 წლის მამაკაცმა დედა მოკლა და ცეცხლი წაუკიდა

„აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებია ცნობით, მამაკაცმა იმავე დღეს დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დაბა ბაკურიანში დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე, 187-ე და 178-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის, ძარცვა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ძალადობის გამოყენებით და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლებით) წარედგინა.