ყვითელი ამბები

ნახეთ რა სიმღერით წარდგება თორნიკე ყიფიანი „ევროვიზია 2020“-ზე

„ასეთი მომღერალი აკლია ქართულ ესტრადას!“ – ერთხმად წამოიძახეს ჟიურის წევრებმა, როდესაც 2014 წელს სცენაზე თორნიკე ყიფიანს მოუსმინეს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორნიკე ყიფიანი „ევროვიზია 2020“-ზე საკუთარი სიმღერით Take me as I am წარდგება, რომელსაც სამ ბექ-ვოკალისტთან ერთად შეასრულებს. კლიპის ოფიციალური ვერსია საზოგადოებისთვის გასააჯაროვეს. ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.

საზოგადოებამ თორნიკე ყიფიანი გაიცნო მუსიკალური პროექტით „X-ფაქტორი“, რომელიც ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა. თორნიკეს თაყვანისმცემელთა და გულშემატკივართა რაოდენობა ტურიდან ტურამდე იზრდებოდა.

ყოველი კენჭისყრის შემდეგ მეტოქეებთან მისი უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი იყო. შედეგად – სწორედ თორნიკე ყიფიანი გახდა პროექტის გამარჯვებული. მენტორებმა მას „X-ფაქტორის ბრილიანტიც“ კი შეარქვეს. ხუთი წლის შემდეგ ყიფიანმა გადაწყვიტა ძალები კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტში – „საქართველოს ვარსკვლავში“ მოესინჯა. თორნიკემ ამ შოუშიც გაიმარჯვა. ახლა იგი საქართველოს „ევროვიზია 2020“-ზე წარადგენს. კონკურსი ნიდერლანდებში მაისში გაიმართება. სხვათა შორის, პროფესიით თორნიკე არქიტექტორია.

ბევრი ქართველი მუსიკოსი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ Youtube-ზე მისი კლიპები სამ მილიონ ნახვას აგროვებს. გარდა იმისა, რომ თორნიკე ყიფიანი კარგად მღერის, ის არანაკლებ ოსტატურად უკრავს გიტარაზე და აკომპანირებას უწევს ესტრადის სხვა ქართველ ვარსკვლავებს. ინტერვიუებში მუსიკოსი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან თვითკრიტიკულია და იშვიათადაა კმაყოფილი თავისი გამოსვლებით. ასეთი დამოკიდებულების შედეგი ნათელია – საქართველოს ორ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუში გამარჯვება. წინ კი ნიდერლანდებია.