ყვითელი ამბები

„დედამ ენაცვალოს...“ – შორენა ბეგაშვილი შვილის გამაოგნებელ ფოტოს აქვეყნებს

ულამაზესი ევა ბარბაქაძე მორიგ ფოტოსესიაზე გამოჩნდა. ქართველ სექს-სიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ, როგორ შეიცვალა მსახიობის ქალიშვილი.
Sputnik

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის ექსპერიმენტებით გამოირჩევა და შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად, გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს. შორენა ბეგაშვილი, თავის მხრივ, ულამაზეს ქალიშვილს ყველაფერში ეხმარება. მათ საკმაოდ მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. „დედამ ენაცვალოს“ – შორენა ბეგაშვილი შვილის გამაოგნებელ ფოტოს აქვეყნებს. ევა ბარბაქაძე „თაიმის“ რეკლამისთვის გადაიღეს და მისი პლაკატი მაღაზიის ვიტრინასაც ამშვენებს.

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.