ყვითელი ამბები

მაკა ზამბახიძის ზღაპრული ქორწილის უცნობი ფოტოები – მომღერალი მესამედ დაოჯახდა

მაკა ზამბახიძეს და მიხეილ ჩოხელს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. წყვილი კამერების წინ ერთად არ ჩნდებოდა. ჯვრისწერის შემდეგ მაკა ზამბახიძემ ულამაზესი ქორწილი დაგეგმა. ზღაპრული ქორწილის სურათები თავად გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ნეფე-პატარძალი.
Sputnik

მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებული ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ გამოამჟღავნეს. ცნობილი მომღერალი მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ, ეს სასცენო წყვილი დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტსაც წარმატებით ფლობს. ის კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის.

მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია – 30 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი. მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს. ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი დაიწერა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყვილმა ჯვარი თბილისში, ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა, ხოლო ქორწილი მცხეთის „მარანი ჰოლში“ გადაიხადა. სადღესასწაულო წვეულებას ნეფე-პატარძლის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მეგობრები ესწრებოდნენ.

ქორწილში მაკას თეთრი ფერის საპატარძლო კაბა ემოსა, სპორტსმენმა კი ფოტოსესიისთვის მუქი ლურჯი პიჯაკი, ხოლო ქორწილისთვის თეთრი კოსტიუმი მოირგო. ქორწილის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში წყვილმა გაავრცელა.

ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს შეყვარებულს. ახლა წყვილი თაფლობის თვეს თოვლიან ბახმაროში ატარებს.