მსოფლიო დღეს

კორონავირუსი ირანის პარლამენტში: ინფიცირებულია 23 დეპუტატი

ბოლო ინფორმაციით, ირანში 19 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების 1 501 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულთაგან გარდაიცვალა 66, ხოლო გამოჯანმრთელდა 291 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ირანის პარლამენტში უკვე 23 დეპუტატს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, იუწყება ახალი ამბების პორტალი YJC პარლამენტის სპიკერის თანაშემწე აბდოლრეზა მერსიზე დაყრდნობით. 

პანიკის ასაცილებლად: ვლადიმირ ჟირინოვსკი დროებით დახვრეტის შემოღებას მოითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე მოუწოდა დეპუტატებს, შეზღუდონ კონტაქტები მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანო არ აპირებს მუშაობის შეწყვეტას.

ბოლო ინფორმაციით, ირანში 19 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების 1 501 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულთაგან გარდაიცვალა 66, ხოლო გამოჯანმრთელდა 291 ადამიანი.

ირანის ხელისუფლების პროგნოზით, COVID-2019 ქვეყანაში გავრცელებას ისევ განაგრძობს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.