ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია

საქართველო და სომხეთი შეიძლება სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ეს საკითხი თბილისში განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სომხეთი საქართველოსთან თავის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის სახით ხედავს, განაცხადა სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში თავის ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

პირველად ერევნის მიზანზე, გადაიხედოს თბილისთან თანამშრომლობის ვექტორი, ფაშინიანმა 15 ოქტომბერს ისაუბრა, როდესაც ქართული დელეგაცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ერევანში იმყოფებოდა. გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანს თბილისთან ურთიერთობების განვითარების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება სურს.

„შთამბეჭდავი იყო“ – რისთვის გადაუხადა საქართველოს პრემიერმა მადლობა ფაშინიანს

კონცეპტუალურ დოკუმენტებში საქართველოსა და სომხეთს სტრატეგიული პარტნიორების სტატუსი არა აქვთ.

„საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართოდ განვითარების შესაძლებლობები და სფეროები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ ქართულ–სომხური შეთანხმებების ყველა პუნქტი განხორციელებულია.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა>>

ფაშინიანის განცხადებით, ურთიერთობებს საქართველოსთან რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის, განსაკუთრებულ ჭრილში განიხილავენ.

ფაშინიანის თქმით, სომხურ–ქართული ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა.