როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 5 მარტს

დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე მოიმატებს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 5 მარტს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა იქნება დილის 07:00 საათზე – პლუს 4 გრადუსი. მაქსიმალური ტემპერატურა 16:00 საათისთვის დაფიქსირდება – პლუს 19 გრადუსი. იქროლებს სუსტი ქარი.

მზე 07:28 საათზე ამოვა და 18:56 საათზე ჩავა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა – მინუს 7,4 გრადუსი თბილისში 5 მარტს 1985 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი – პლუს 21,3 გრადუსი – 1947 წელს.