თბილისი, 3 მარტი – Sputnik. 16 წლის ნინი ჩილაჩავამ, რომელიც ზუგდიდში, მე-11 კლასში სწავლობს, ცნობილი რეპერის ემინემის #godzillachallenge-ში მიიღო მონაწილეობა და მისი ერთ-ერთი ცნობილი, ურთულესი რეპ-კომპოზიცია შეასრულა.
ემინემმა ფანები სოციალურ ქსელში გამოიწვია და განაცხადა, რომ ვინც მას სისწრაფეში აჯობებდა და ყველაზე მეტ ნახვას დააგროვებდა, დააჯილდოვებდა კიდეც. ამ გამოწვევაში რეპერის ფანები მთელი მსოფლიოდან ჩაერთნენ, მათ შორის ზუგდიდელმა გოგონამ 100 ათას ნახვაზე მეტი დააგროვა Instagram-ზე.
ინტერნეტ-გამოცემა Southpawer-მა, რომელიც რეპის ახალ ამბებზე წერს, გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ნინი შეჯიბრის გამარჯვებულია.