ნათია თურნავა: კატარიდან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
© Sputnik
„შეხვედრებზე გამოიხატა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. კატარიდან ზოგიერთს უკვე დაწყებული აქვს პროექტი საქართველოში, მაგრამ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში შემოსვლა – ისინი ხედავენ პოტენციალს სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ინდუსტრიასა და სხვა სექტორებში. გარდა ამისა, მათ დიდი ინტერესი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის საპორტო-სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. საქართველო არის „აბრეშუმის გზის“ ნაწილი და კატარსაც აქვს სურვილი, ამ პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია – მოვიზიდოთ ინვესტიციები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.