იმნაძე: თუ სიმპტომები არ დაგიფიქსირდათ, ორი კვირის განმავლობაში იზოლაციაში მაინც იყავით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს.
Sputnik
იმნაძე: თუ სიმპტომები არ დაგიფიქსირდათ, ორი კვირის განმავლობაში იზოლაციაში მაინც იყავით
„თავი შევიკავოთ იმ ქვეყნებში მგზავრობისგან, სადაც არის ინფექცია. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იქნება – ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდება, ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში, რათა თავიანთი ახლობლებისა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობაც არ დააყენონ რისკის ქვეშ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საზღვარზე, რათა გამოვლენილიყო, თუ ჰქონდათ დაავადების რაიმე ნიშნები რისკის ზონიდან მომავალ ადამიანებს, და საბოლოოდ 1 600-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა.