მსოფლიო დღეს

ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა მეტეორიტის ვარდნა და აფეთქება დააფიქსირა: ვიდეო

კადრებში ჩანს, როგორ მოფრინავს ბოლიდი უზარმაზარი სიჩქარით დასახლებული პუნქტის თავზე და როგორ ფეთქდება ჰაერში.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ხორვატიაში ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა მეტეორიტის აფეთქება და ვარდნა დააფიქსირა. ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა.

კადრებში ჩანს, როგორ მოფრინავს ბოლიდი უზარმაზარი სიჩქარით დასახლებული პუნქტის თავზე და როგორ ფეთქდება ჰაერში.

ხორვატიის ასტრონომიული კავშირის ინფორმაციით, მეტეორიტის აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ქვეყნის მთელ ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა.