მსოფლიო დღეს

არჩევნები დასრულდა: ტაჯიკეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოცხადებამ 4 245 951 ადამიანი, ანუ 84,16% შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ტაჯიკეთის მმართველმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, განაცხადა ბრიფინგზე რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ბახთიერ  ჰუდოერზოდამ.

გახარიამ ალიევს არჩევნებზე მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა

მან ასევე დაასახელა ის პარტიები, რომლებიც ერთპარტიული სიებით შევიდნენ ქვეყნის საკანომდებლო ორგანოში.

„მმართველმა სახალხო-დემოკრატიულმა პარტიამ 12 მანდატი მიიღო, სოცპარტიამ — ერთი, ეკონომიკური რეფორმების პარტიამ — ოთხი, დემპარტიამ — ერთი, აგრარულმა — ოთხი“, — განაცხადა ჰუდოერზოდამ. 

ტაჯიკეთის ცესკოს ხელმძღვანელის თქმით, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, ღიად და დემოკრატიულად. ამასთან, კომისიაში არჩევნების მიმდინარეობისას შევიდა 15 საჩივარი, რომლებიც განიხილეს და მხედველობაში მიიღეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოცხადებამ 4 245 951 ადამიანი, ანუ 84,16% შეადგინა. არჩევნები ტაჯიკეთში 1 მარტს გაიმართა.