გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 დადასტურდა
© Sputnik
„საქართველოში იანვრის ბოლოდან თებერვლის ჩათვლით იყო კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც გამოკვეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, აქედან მხოლოდ სამი დადასტურდა. სამივე შემთხვევა მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. ისინი მოთავსებულები არიან თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც მათზე მონიტორინგი და მკურნალობა მიმდინარეობს“,- ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინულ იზოლაციაშია 97 ადამიანი. ასევე, დღეს დილით, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად კიდევ 14 ნიმუში შევიდა - ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და 11 თბილისიდან, პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.