წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედელი ჩამოინგრა

როგორც დევნილები აცხადებენ, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები და გაუმართლათ, რომ შემთხვევა ღამე მოხდა. ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედელი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„სოფლად სახლი“ - ექვსსულიან დევნილ ოჯახს ორსართულიანი სახლი გადასცეს

გავრცელებული ინფორმაციით,  ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოიშალა. ნანგრევები იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, რამაც ავტომანქანა დააზიანა.

სანატორიუმში ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, შემთხვევა ღამის 03:00 საათზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მათ გაუმართლათ, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო არავინ დაშავებულა. როგორც დევნილები აცხადებენ, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები. ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ.