ვითარება გზებზე: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე  სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა

კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52-ე კმ. (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.   

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის დონის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.