ოზურგეთში ოჯახი დააყაჩაღეს

ხანდაზმული ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ქალს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა, იუწყება პირველი არხი.

სამართალდამცველებმა ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თავდამსხმელებმა ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 2500 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

ორივე მათგანი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკის ხელმძღვანელის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

რაც შეეხება 80 წლის ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.