ანკარის პოლიციამ „Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები დააკავა

მარგარიტა სიმონიანმა Sputnik-ის ჟურნალისტების და მთავარი რედაქტორის დაკავებასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ანკარაში „Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს, იუწყებიან სააგენტოში.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი „Sputnik-თურქეთის“ თანამშრომლების დაკავებამ აღაშფოთა.

„პოლიცია სტამბოლში ჩვენს ოფისში მივიდა. დაკავებულია კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი. გუშინდლიდან კიდევ სამი ჩვენი თანამშრომელი იმყოფება პოლიციაში ანკარაში, სადაც გუშინ საღამოს მათ ბინებში ნაციონალისტები შეიჭრნენ. თურქეთო, ეს რა არის???“ - დაწერა მან Telegram-ზე.

ანკარაში „Sputnik-თურქეთის“ თანამშრომლების სახლებში ნაციონალისტები შეიჭრნენ

შეგახსენებთ, ანკარაში უცნობი პირები „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომლის სახლში შეიჭრნენ, შემდეგ კი ისინი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომელი რედაქციას 29 თებერვლის საღამოდან ვერ უკავშირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისინი თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელში არიან.

მანამდე თურქული გაზეთი Sözcü იუწყებოდა, რომ „Sputnik-თურქეთის“ თანამშრომლები, რომელთა სახლებზეც გვიან საღამოს თავდასხმა მოხდა, პოლიციამ ანკარის პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს გაეროს, იუნესკოს და ეუთოს.

ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ანკარის ქმედებები უკვე დაგმო.