ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს 3 მარტს

სინოპტიკოსების პროგნოზებით, სამშაბათს თბილისში სითბო იქნება - ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 18 გრადუსს მიაღწევს
Sputnik

თბილისი, 1 მარტს — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 3 მარტს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:31 საათზე ამოვა და 18:54 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.