თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

დედაქალაქის მერიამ დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, საგანგებოდ ეკიპირებული თანამშრომლები როგორ ამუშავებენ სპეციალური ხსნარით კედლებს, კიბეებს და მთელ სივრცეს.

თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

როგორც მერიაში იუწყებიან, დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღეს.

თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

დეზინფექცია ასევე ტარდება მერიის სერვის ცენტრებში, თბილისის საბავშვო ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში.

თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

1მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.