მსოფლიო დღეს

„Sputnik-თურქეთის“ სამი ჟურნალისტი თავისუფალია, მეოთხე ისევ დაკავებულია

ანკარაში უცნობი პირები „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომლის სახლში შეიჭრნენ, შემდეგ კი ისინი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ანკარაში დაკავებული „Sputnik-თურქეთის“ დაკავებული სამი ჟურნალისტი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს, იუწყება РИА Новости მათ ნათესავებზე დაყრდნობით.

გათავისუფლების შესახებ დაკავებულებმა თავად აცნობეს თავის ნათესავებს ტელეფონით.

ანკარის პოლიციამ „Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები დააკავა

შეგახსენებთ, ანკარაში უცნობი პირები „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომლის სახლში შეიჭრნენ, შემდეგ კი ისინი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. „Sputnik-თურქეთის“ სამი თანამშრომელი რედაქციას 29 თებერვლის საღამოდან ვერ უკავშირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისინი თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელში არიან.

მანამდე თურქული გაზეთი Sözcü იუწყებოდა, რომ „Sputnik-თურქეთის“ თანამშრომლები, რომელთა სახლებზეც გვიან საღამოს თავდასხმა მოხდა, პოლიციამ ანკარის პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს გაეროს, იუნესკოს და ეუთოს.

ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ანკარის ქმედებები უკვე დაგმო.