მსოფლიო დღეს

„Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორი თავისუფალია

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ  „Sputnik-თურქეთის“ დაკავებული სამი თანამშრომლის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. გამოკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სტამბულში კვირას დაკავებული „Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორი მაჰის ბოზტეპე თავისუფალია, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ  „Sputnik-თურქეთის“ დაკავებული სამი თანამშრომლის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. გამოკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

 „მაჰირი თავისუფალია“, - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ.

„Sputnik-თურქეთის“ სამი ჟურნალისტი თავისუფალია, მეოთხე ისევ დაკავებულია

ჟურნალისტების გათავისუფლება რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვის და მისი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა. საუბრისას ლავროვმა „Sputnik-თურქეთის“ ჟურნალისტებთან დაკავშირებული სიტუაციის უსწრაფესი გადაჭრის აუცილებლობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ განაცხადა.

შაბათს თურქეთის მოქალაქეების, „Sputnik-თურქეთის“ ჟურნალისტების ბინებში შეიჭრნენ მომიტინგეები, რომლებიც მუქარის შემცველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, მოითხოვდნენ პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას. სააგენტოს თანამშრომლები კავშირზე აღარ გამოდიოდნენ, ხოლო კვირას გახდა ცნობილი, რომ ისინი ანკარაში მართლმსაჯულების სასახლეში გადაიყვანეს. გამოკითხვის შემდეგ კი ისინი გაათავისუფლეს.

აგრეთვე კვირას პოლიცია სტამბულში მდებარე სააგენტოს ოფისში მივიდა და Sputnik-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა. მოგვიანებით სააგენტო „Sputnik-თურქეთმა“ მთავარი რედაქტორის, მაჰირ ბოზტეპეს დაკავების შესახებ განაცხადა.