COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა

ბოლო დროს ჩინეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება, ბოლო 24 საათში გამოვლენილია დაავადების 573 ახალი შემთხვევა, ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ - 3. გასულ დღე-ღამეში დაფიქსირდა 35 ლეტალური შემთხვევა, აქედან 34 - ჰუბეიში.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა

მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 79 824-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან 41 625, რაც დაავადებულთა საერთო რიცხვის 52,1%-ს შეადგენს. მკურნალობას კიდევ 32 949 ადამიანი აგრძელებს.

პროვინცია ჰუბეიში, რომელიც ეპიდემიის კერაა, სიკვდილიანობა 4,12%-ს შეადგენს, ხოლო ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე - 0,84%-ს.

ბოლო დროს ჩინეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება, ბოლო 24 საათში გამოვლენილია დაავადების 573 ახალი შემთხვევა, ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ - 3. გასულ დღე-ღამეში დაფიქსირდა 35 ლეტალური შემთხვევა, აქედან 34 - ჰუბეიში.

სულ ჩინეთის მასშტაბით კორონავირუსით 2 870 ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ტომ კრუზი იტალიაში კარანტინში მოათავსეს

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85,4 ათასს აჭარბებს, დაავადება 53 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილია 86 ადამიანი, აქედან 19 - გასულ დღე-ღამეში.

29 თებერვლის მონაცემებით, გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავსტრალიასა და აშშ-ში. იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია 29-ს, დაავადებულთა - 1049-ს. იმ ქვეყნების სიას, სადაც კორონავირუსული ინფექცია ფიქსირდება, დაემატა ლუქსემბურგი, ირლანდია, სომხეთი, კატარი, ეკვადორი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.