COVID-19 - ბოლო ცნობები

ტომ კრუზი იტალიაში კარანტინში მოათავსეს

წინასწარი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის არცერთ წევრს კორონავირუსი არ აქვს, ხოლო  ფილმის გადაღებები ამ დროისთვის შეჩერებულია
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისია 7“-ის გადამღები ჯგუფის წევრები და მსახიობები, კარანტინში მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვრცელდება უჰანელი ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით: როგორ მოვიქცეთ >>

ისინი ფილმის გარკვეულ სცენებს იტალიის ქალაქ ვენეციაში იღებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს. ფილმის გადაღებები ამ დროისთვის შეჩერებულია.

მსოფლიო მასშტაბით, ბოლო მონაცემებით კორონავირუსი უკვე 51 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობა83 652 ადამიანს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.