„ძალიან დიდი სიმწარეა, როცა საკუთარ სახელს და გვარს გუგლავ, ამ დროს კი პორნო-ჰაბი შენს ვიდეოს აგდებს“ - ნინა წკრიალაშვილის მორიგი სკანდალი ამ სიტყვებით დაიწყო. მომღერალმა წარმოუდგენელი ტკივილი საყვარელი მამაკაცისგან გამო განიცადა, რომელიც მას აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნა. საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამის გამო, ნინამ ქვეყანა დატოვა და უსექსუალურეს პარტნიორს ქვეყნიდან შორს დაუბრუნდა. მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს. თუმცა, რამდენიმე თვეა სოცქსელსა და ტელეეკრანებიდან გაქრა.
ნინა წკრიალაშვილი საკუთარ პიარ-მენეჯერთან ერთად 10 თვის შემდეგ პირველად გამოჩნდა. საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ ათენში მას მისმა მეგობარმა კოკი ფანგანმა მიაკითხა, რომელთან ერთად მომღერალი არა ერთ ფოტოზე პოზირებს და შესაშურად გამოიყურება. მათ ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელზეც ზალიკო ბერგერს საბერძნეთში ჩასვლისკენ უბიძგებენ. ივლისის თვეში, ნინა უცნობ მამაკაცთან ერთად ლიბანში მოგზაურობდა. წკრიალაშვილმა სიტყვების ნაცვლად მამაკაცთან გამოქვეყნებულ პირველ ფოტოს გულის სმაილი დაურთო და, რა თქმა უნდა, კომენტარებში დიდი ხმაურის ტალღა გამოიწვია.
მომღერლის, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებული რამდენიმე ფოტოდან ირკვევა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს. თავად ნინა, სოცქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს.
რამდენიმე თვის წინ ნინა წკრიალაშვილი სკანდალში გაეხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე „ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.