მოსკოვის ოლქში ბოსტნეულის გიგანტური საწყობი იწვის

თავდაპირველად ცეცხლი 5000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიას მოეკიდა, მოგვიანებით კი 7200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს მოსკოვის ოლქში ნარო-ფომინსკთან სოფელ სოფიინოში მდებარე ბოსტნეულის ბაზის ტერიტორიაზე, იუწყება РИА Новости.

აალება შაბათს დილით გაჩნდა. ამ დროისათვის ცეცხლი 7200 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოედო.

ხანძრის ლიკვიდაციაში 72 მეხანძრე და 21 ერთეული ტექნიკაა ჩართული. ცეცხლი ლოკალიზებულია, მისი გავრცელების საფრთხე არ არის.