მილანი-თბილისის რეისებს კიდევ ერთი ავიაკომპანია ამცირებს

ერთი თვის განმავლობაში ლოუკოსტერი RYANAIR მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია RYANAIR-მა 9 მარტიდან 7 აპრილამდე მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით ფრენების რაოდენობა სანახევროდ შეამცირა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა გამოვლინდა >>

RYANAIR-ის თვითმფრინავები ამ მიმართულებით ოთხი დღის ნაცვლად კვირაში ორჯერ იფრენენ. გარდა ამისა, 8 მარტიდან 7 აპრილამდე ავიაკომპანია ქუთაისიდან ბოლონიაში ფრენებს აჩერებს.

კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება

ადრე იგივე ზომები მიიღო სხვა ლოუკოსტერმა, Wizz Air-მა. ავიაგადამზიდავმა საქართველოდან იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა 11 მარტიდან 4 აპრილამდე შეამცირა. ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება.

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მთავარ კერად იტალიან იქცა. ქვეყანაში დღეისათვის ამ ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა 21-ს მიაღწია, ინფიცირების 888 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

საქართველოს უნივერსიტეტებსა და კერძო სკოლებში სწავლა გადაიდო >>

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ჩინეთის მატერიკულ ნაწილში დაავადებულთა რიცხვმა 79,2 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 2 835 ადამიანი, განიკურნა 39 ათასზე მეტი. ჯანმოს მონაცემებით, პარასკევისთვის ჩინეთის ფარგლებს გარეთ 51 ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 4 691-ს, დაღუპულია 67 ადამიანი.