ყვითელი ამბები

მანიკა ასათიანმა მშობლები გამოაჩინა - ვის ჰგავს მოდელი და ტელეწამყვანი?

სელებრითები ფართო საზოგდოების წინაშე მშობლებთან ერთად იშვიათად ჩნდებიან. მათ რიგს მანიკა ასათიანიც უერთდება. მოდელმა სულ ცოტა ხნის წინ მშობლების სურათი გამოაქვეყნა. ვის უფრო მეტად ჰგავს პოპულარული ტოპ-მოდელი?
Sputnik

მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და ანი ასათიანი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მშობლებთან შედარებით მანიკა მას ხშირად ახსენებს. მოდელს სახელი მანიკა, სწორედ უფროსმა დამ დაარქვა. აღმოჩნდა, რომ მანიკა ასათიანს უმშვენიერესი მშობლები ჰყოლია. სურათზე დაყრდნობით, ტელესახე მამას ძალიან ჰგავს.

მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი,  თვალ-წარბი, სიმაღლე- მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისათვის მისაბაძია. მანიკა- მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე- კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი- გიორგი გააჩინა.

მშობლებთან გადაღებული ძველი სურათი, მოდელმა, საკუთარ გვერდზე განათავსა. ამ ფოტოზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, მანიკა ერთი წლის არის. პოზიტიური ტელეწამყვანი მშობლებთან ერთად ვაკის პარკში პოზირებს. აშკარაა, რომ მანიკას ერთად ერთი ვაჟი დედას ძალიან ჰგავს, ხოლო მანიკას მამის გენები გამოჰყვა. თავად შეაფასეთ, ვის უფრო დაემსგავსა ყველასათვის საყვარელი სელებრითი.