დუშეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მოკვლით დაემუქრა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დუშეთში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დუშეთში მამაკაცმა საკუთარი დედა და და მოკლა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.