ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში ორშაბათს 2 მარტს

სინოპტიკოსების პროგნოზებით, ორშაბათს თბილისში სითბო იქნება - ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 14 გრადუსს მიაღწევს
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 2 მარტს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:33 საათზე ამოვა და 18:51 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.