ვის გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის მარტში

ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს გაზაფხულის პირველ თვეში სერიოზული შანსი მიეცემა, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვოს
Sputnik

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ შანსი, რომ იპოვონ თავიანთი სიყვარული, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, მასთან ურთიერთობები განამტკიცოს.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი

მარტოხელა ვერძები ვენერას დადებით დამოკიდებულებას უკვე მარტის დასაწყისშივე იგრძნობთ. თქვენ ირგვლივ ბევრი ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდება, ხოლო მოვლენები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთ ახალ ნაცნობში თქვენს მონათესავე სულს ამოიცნობთ. ვინც უკვე დაქორწინებული ხართ, თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ურთიერთობებში რაღაც სიახლე შეიტანოთ, მაგრამ ამაზე ზრუნვას, დიდი ალბათობით, თქვენს მეორე ნახევარს მიანდობთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ გაზაფხულზე ოცნებები აუსრულდებათ

ტყუპი

ტყუპებს მარტში იდეალურ პარტნიორთან საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ. მაგრამ ურთიერთობები იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ „კირკიტა" ტყუპები ძალიან მაღალ მოთხოვნებს არ წამოაყენებთ. შეხვედრის მოახლოების მიზნით რეკომენდებულია მეტი სეირნობა, კომპანიებში ყოფნა. ვირტუალური ნაცნობობა იმედგაცრუებას მოიტანს.

თხის რქა

თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს საბედისწერო შეხვედრა თვის ბოლოს გელოდებათ. მაგრამ ეს არ არის იმის საბაბი, რომ მარტის დანარჩენი დრო მარტოობაში გაატაროთ. აქტიურ მოქმედებებზე გადასვლამდე დრო სასიამოვნოთ გაატარეთ. დაოჯახებული თხის რქებისთვის ეს თვე არაერთმნიშვნელოვნად ჩაივლის. თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

მასალა მომზადებულია ცნობილი ასტროლოგის პაველ გლობას პროგნოზზე დაყრდნობით