ყვითელი ამბები

ლელა მებურიშვილი ბიზნესმენ ქმართან ერთად – წყვილს თვალს ვერ მოსწყვეტთ

სოციალურ ქსელში მსახიობის სურათები გავრცელდა. საზეიმოდ გამოწყობილი ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე შეუდარებლად გამოიყურებიან. მსახიობი მეუღლეს იშვიათად აჩენს. შესაბამისად, ბიზნესმენი დიდ ყურადღებას იქცევს.
Sputnik

ბაჩო საგანელიძეს ლელა მებურიშვილი ტელეეკრანიდან დანახვისას ერთი ნახვით შეუყვარდა. მათი თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია მალე განვითარდა, თუმცა ამის შესახებ წყვილი არსად საუბრობდა. ბაჩო საგანელიძე ყოფილი დეპუტატის დავით საგანელიძის ძმისშვილია. ლელა და ბაჩო ერთად შეუდარებელ დუეტს ქმნიან. ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევენ. უახლესი სურათი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერთობლივად გადაიღეს.

ლელა მებურიშვილი ლამაზი ფოტოებით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. სოციალურ ქსელში წყვილის მორიგმა გამოჩენამ უამრავი მოწონება დაიმსახურა. ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი.

ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. წყვილი ერთად მოგზაურობს, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბაჩო საჯარო გამოსვლებს თავს არიდებს და კამერებთან ურთიერთობა არ ხიბლავს. წყვილი ტელეგადაცემებშიც იშვიათად ჩნდება. ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ. უფროსი მწვანეთვალება ვაჟი დედის ასლია, ხოლო შავგრემანი გოგო ბაჩოს ჰგავს.