მსოფლიო დღეს

ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიის ჯარებმა იდლიბში ბეჰუნის ზონა დაცხრილეს, სადაც ტერორისტებთან ერთად თურქი სამხედროებიც იმყოფებოდნენ
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა მას შემდეგ, რაც სირიის იდლიბში 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

დატყვევებულმა ტერორისტებმა სირიაში თურქეთის როლზე ისაუბრეს

მანამდე თურქეთის სასაზღვრო პროვინცია ჰათაის გუბერნატორმა რაჰმი დოღანმა განაცხადა, რომ 33 თურქი სამხედრო იდლიბში სირიის სამთავრობო ჯარების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაიჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიის ჯარებმა იდლიბში ბეჰუნის ზონა დაცხრილეს, სადაც ტერორისტებთან ერთად თურქი სამხედროებიც იმყოფებოდნენ, თუმცა წესით ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ამასთან, ბეჰუნის რაიონში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები არ დაფიქსირებულა.

ანკარაში რუსეთის საელჩოს პერიმეტრზე პოლიციის რამდენიმე ავტომობილი მორიგეობს, პოლიციის გაძლიერებული, ავტომატებით შეიარაღებული რაზმები პატრულირებენ რუსეთის დიპმისიის მიმდებარე ქუჩებზე. საელჩოსთან არსებული სკოლა კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღეს არ მუშაობს.

ამ დროისათვის ვითარება საელჩოს ტერიტორიაზე მშვიდია.