რა მოხდა ფოთში: ჰოსპიტალში კისრის არეში დაჭრილი 39 წლის მამაკაცი მიიყვანეს

როგორ მიიღო მამაკაცმა ჭრილობა, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის ერთ–ერთ ტერმინალზე დაშავდა
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ფოთის ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობითაა მოთავსებული.

საგანგაშო სტატისტიკა: სამუშაო ადგილებზე ნახევარ წელიწადში 25 ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტრავმა ერთ-ერთ ტერმინალზე მიიღო. ინციდენტის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

„პორტის სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 39 წლის მამაკაცი. აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში მარცხნივ და გულმკერდის ტრავმა. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. არ ვიცით, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები, რადგან პაციენტთან გასაუბრება ვერ მოვასწარით, მართვით სუნთქვაზე იქნა სასწრაფოდ გადაყვანილი“, – განაცხადა მიმღების ექიმმა გურანდა თევზაძემ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნიკა ლატარია