პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთში ხუთშაბათს, 27 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა 30 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.