მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინურმა ნაღმმზიდმა ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს ლაზერი დაუმიზნა

ლაზერის გამოყენება, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, Poseidon-ის ბორტზე არსებულმა სენსორმა დააფიქსირა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ჩინურმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა ლაზერი მიმართა აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავისკენ P-8A Poseidon, რომელიც იმ მომენტისთვის წყნარი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებაში

შემაძრწუნებელი ტემპები: სტოლტენბერგი დასავლეთს ჩინურ საფრთხეებს ახსენებს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 17 თებერვალს მოხდა კუნძულ გუამიდან დასავლეთით. აღსანიშნავია, რომ კუნძული აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუამი არ შედის შეერთებული შტატების შემადგენლობაში, მაგრამ არის მის მფლობელობაში. 

ლაზერის გამოყენება, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, Poseidon-ის ბორტზე არსებულმა სენსორმა დააფიქსირა.

როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში განმარტეს, ამ კლასის ლაზერების გამოყენება პოტენციურად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც თვითმფრინავის პირადი შემადგენლობისთვის, ისე მისი საბორტო სისტემებისთვის. 

დანაშაულებრივი გართობა ლაზერის სხივით: მამაკაცს 20 წლით პატიმრობა ემუქრება>>

განცხადებაში ნათქვამია, რომ Р-8А საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად ახორციელებდა ფრენას, ხოლო ჩინური ესკადრონული ნაღმმზიდის ქმედება შეფასებულია როგორც „საფრთხის შემცველი და არაპროფესიონალური“.

აღსანიშნავია, რომ ჩინელ სამხედროებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.