კახეთში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

როგორც რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გურჯაანში უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფარი შენდება.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

დიდი რაოდენობით მიუსაფარი ცხოველების მომრავლებას ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემად მიიჩნევს. მუნიციპალიტეტებში ეპიდემიებისა და დაავადებების გავრცელების დიდი რისკია.

ძაღლი მინდა! გულის ამაჩუყებელი რიგი ბათუმში

ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს call-ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველების გადასაყვანად.

თავშესაფრის თანამშრომლები შეეცდებიან ცხოველის პატრონის მოძიებასა დაა ცხოველისთვის ახალი პატრონის პოვნას.

გარდა ამისა, თავშესაფრის თანამშრომლები ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიებს ჩაატარებენ.

როგორც რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.