საქართველოს მოქალაქეებმა ბორისპოლის აეროპორტში დებოში ატეხეს

საქართველოს მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისა და მესაზღვრეების მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. შვედეთიდან დეპორტირებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ ბორისპოლის აეროპორტში დებოში ატეხა, ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

უწყების ცნობით, პირები, რომლებიც კიევის გავლით სტოკჰოლმიდან თბილისის მიმართულებით მიფრინავდნენ, ავიარეისის მოლოდინის დროს აგრესიულად იქცეოდნენ, არ რეაგირებდნენ მესაზღვრეების მოწოდებას წესრიგის დაცვისკენ და მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.

საქართველოს მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისა და მესაზღვრეების მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს სამი წლის განმავლობაში უკრაინაში შესვლა აეკრძალათ.