მშვიდობით, ჩოგბურთო! მარია შარაპოვამ სპორტული კარიერა დაასრულა

Sputnik

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა, 32 წლის მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ 28 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სპორტული კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ შარაპოვამ Vanity Fair გამოცემის ესსეში დაწერა, განცხადება მან ასევე საკუთარ Instagram გვერდზეც განათავსა.

„ჩოგბურთმა მე მაჩვენა მთელი სამყარო, მომცა საშუალება გამეგო, რა შემიძლია. ასე ვამოწმებდი საკუთარ თავს და ვხვდებოდი, რომ ვიზრდებოდი. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ცხოვრების შემდეგი თავი, ჩემი შემდგომი მწვერვალი, ვიბრძოლებ და კვლავ გავიზრდები. ჩოგბურთო, მშვიდობით“, - დაწერა სპორტსმენმა საკუთარ პუბლიკაციაში.

მარია შარაპოვა დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულია 2004-2014 წლებში. ის ათიდან ერთ-ერთი ქალია ისტორიაში, რომელიც „კარიერულ სლემს“ ფლობს, ანუ მან მოიგო დიდი სლემის ყველა ტურნირი, თუმცა სხვადასხვა წლებში. რუსი ჩოგბურთელი ასევე ერთ-ერთი ლიდერთაგანია მსოფლიოს სპორტსმენებს შორის სარეკლამო ჰონორარის მიხედვით.

1 / 14
მარია შარაპოვა 1987 წლის 19 აპრილს დაიბარა ნიაგანში, იური და ელენა შარაპოვების ოჯახში
2 / 14
გოგონამ ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში მამის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო. 1991 წლის შემოდგომიდან ის ვარჯიშს ცნობილ სპეციალისტ იური იუდკინთან შეუდგა
3 / 14
1993 წელს მამასთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და ამერიკელი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვას ღია გაკვეთილს დაესწრო და თამაშის შემდეგ მისი მხრიდან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ნავრატილოვას რჩევის გათვალისწინებით, 1994 წელს იური შარაპოვი ქალიშვილთან ერთად აშშ-ში გადავიდა, სადაც გოგონამ ნიკ ბოლეტერის ჩოგბურთის აკადემიაში დაიწყო სწავლა
4 / 14
13 წლის ასაკში შარაპოვამ ბრეიდენტონში ედი ჰერის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირში გაიმარჯვა. მისი კუნკურენტები 16 წლის ჩოგბურთელები იყვნენ
5 / 14
რამდენიმე წარმატებული გამარჯვების შემდეგ შარაპოვა რუსეთის ნაკრების მედროშეც გახდა და ლონდონში ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ქვეყნის დროშა აღმართა. საჩოგბურთო ტურნირის ფინალში შარაპოვა სერენა უილიამსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი ხვდა წილად
6 / 14
მარია შარაპოვა დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულია 2004 - 2014 წლებში
7 / 14
ის ათიდან ერთ-ერთი ქალია ისტორიაში, რომელიც „კარიერულ სლემს“ ფლობს, ანუ მან მოიგო დიდი სლემის ყველა ტურნირი, თუმცა სხვადასხვა წლებში
8 / 14
რუსი ჩოგბურთელი ასევე ერთ-ერთი ლიდერთაგანია მსოფლიოს სპორტსმენებს შორის სარეკლამო ჰონორარის მიხედვით
9 / 14
2005 წელს მარია შარაპოვამ რუსეთის ფედერაციის დამსახურებული სპორტის ოსტატის წოდება მიიღო
10 / 14
2007 წელს სპორტსმენი გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩი გახდა და 100 ათასი დოლარი გადარიცხა მის პროექტებში, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფის ნეგატიური ეფექტების დასაძლევად შეიქმნა
11 / 14
სპორტსმენის პოპულარობა კორტებზე გამოჩენით არ დასრულებულა. მან ეპიზოდური როლები შეასრულა გარი როსის ფიულმში „ოუშენის რვა მეგობარი“, ასევე ამერიკულ ტელესერიალებში „მილიარდები“ და „დილის შოუ“
12 / 14
2017 წელს გამოვიდა მარია შარაპოვას წიგნი „შეუტოკებელი“, რომელშიც სპორტსმენი მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ და სპორტულ გზაზე ყვება
13 / 14
ამ წლის იანვარში შარაპოვამ ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებული დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი დაამარცხა
14 / 14
მატჩი 2,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამი პარტია მოიცვა